
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში კოკისპირული წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია.
"კვირას საღამოს 6:00 საათისთვის წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია", - თქვა პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ.
ბოლო განცხადებაში დაკარგულების რაოდენობა მითითებული არ იყო, თუმცა მანამდე უწყებამ თქვა, რომ მინიმუმ 56 ადამიანს ეძებდნენ. თითქმის 4 000-მდე ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი.
ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წვიმა მოსალოდნელია, რომ ორშაბათსაც გაგრძელდება. იქამდე კი ვერტმფრენით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები განახლდა.