სენაკის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატი ტოვებს და ოპოზიცია უმრავლესობას კარგავს - ენმ შანტაჟსა და ზეწოლაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

სენაკის საკრებულოს ენმ-ს წევრი და სოფელ თეკლათის მაჟორიტარი დეპუტატი, ვახტანგ წურწუმია ტოვებს. მან საკრებულოს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. ამით, საკრებულოში უმრავლესობას კარგავს ოპოზიცია და ძალთა ბალანსი "ოცნებასა" და ოპონენტებს შორის, თანაბრდება.

ენმ-ში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას და ამისთვის არ ერიდება სხვადასხვა ხერხებს, მათ შორის მოსყიდვასა და შანტაჟს. 

წურწუმიას საკრებულოდან წასვლის შემდეგ, მის სამაჟორიტარო ოლქში, თეკლათში, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, სენაკის საკრებულოს ამ დროისათვის უფლებამოსილება აქვს შეჩერებული სასამართლოს გადაწყვეტილებით იქამდე, ვიდრე სასამართლო გახარიას პარტიის წევრის, ნუკრი შამათავას უფლებამოსილების შესახებ ცნობას არ განიხილავს. სასამართლოში ეს საკითხი "ოცნებამ" გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ წურწუმია საკრებულოში არ გამოჩენილა და წასვლის შესახებ განცხადება ელექტრონულად გაგზავნა. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი