ლვოვის მედესანტეებმა, რუსეთის 104-ე სადესანტო პოლკის ოცეული გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

ლვოვის მედესანტეებმა, გაანადგურეს რუსეთის 104-ე პოლკის ოცეული ფსკოვის რეგიონიდან -  ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაღუპულია 20-მდე რუსი ოკუპანტი და განადგურებულია მტრის აღჭურვილობა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მე-80 ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის საარტილერიო ნაწილების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, განადგურებულია საჰაერო სადესანტო ჯარების 76-ე სადესანტო დივიზიის 104-ე სადესანტო პოლკის ოცეული", - აცხადებს უწყება

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის აღნიშნული სამხედრო ნაწილი, 2014 წლიდან არაერთხელ დაუპირისპირდა ლვოვის მედესანტეებს და მნიშვნელოვანი ზარალიც მიიღო უკრაინის დამცველებისგან.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი