"ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ფიქრობენ, რომ ნაბიჯების ის კომპოზიცია, რაც ერთი თვის განმავლობაში გადადგეს, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა გვითხრას უარი. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები“
აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.