უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე დაბრუნდა სამშობლოში - შს მინისტრის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

30 მაისის მდგომარეობით, უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე დაბრუნდა სამშობლოში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვიქტორ ანდრიუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდრიუსოვის თქმით, ომის დაწყების დღიდან, 7.6 მლნ უკრაინელს მოუწია ქვეყნის დატოვება და ევროპის ქვეყნებისთვის თავის შეფარება.  მისივე ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი უკვე 4.8 მილიონია.

   "7,6 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსი დამპყრობლების წინსვლისა და დაბომბვის მუდმივი საფრთხის გამო... ჩვენ ახლა სტაბილურად ვხედავთ უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების ტენდენციას. სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი უკვე 4.8 მილიონია, რაც ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%-ია. ლოგიკურია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება" - წერს ანდრიუსოვი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი