რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში - ვოლსკი ჰარცელზე

გამოქვეყნდა:

გია ვოლსკისთვის, დამატებით შეკითხვებს ბადებს ევროკავშირის ელჩის განცხადების ის ნაწილი, სადაც კარლ ჰარცელი 5 ივლისის ძალადობაზე საუბრობს - რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში - ამბობს ვოლსკი იმ ძალადობის შეფასებისას, რასაც 1 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ჰქონდა ადგილი, როცა მოძალადეთა დაჯგუფება ჟურნალისტებსა და უმცირესობების წარმომადგენლებს სასტიკაც გაუსწორდა. 

„ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს." ამბობს ვოლსკი

რაც შეეხება რეფორმების ნაწილს, მისი აზრით,  "ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული". ვოლსკი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს ვერც პოლარიზაციაში, ვერც აგრესიულ პოლიტიკურ ურთიერთობებში და ამბობს, რომ თუ რაიმე "გადახრები" იყო, ამას არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა არ მოუხდენია და ეს თავად ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა:

"თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დიპლომატმა დღეს გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით, "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“, გაიხსენა  5 ივლისის ძალადობა და თქვა - "...ვფიქრობ, განსაკუთრებული საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბოლო დროს ევროკავშირის საჯარო რეაქცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არც თუ სასიამოვნო იყო. ეს ეხებოდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებულ ტენდენციებს, 5 ივლისის ძალადობას ჟურნალისტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ, ისევე როგორც მის შემდგომ მოვლენებს, ასევე რამდენიმე ქმედებას, რომელიც მიმართული იყო სასამართლო სისტემის დაზიანებისკენ, ფარული ჩანაწერების პრაქტიკა და ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. საჭიროა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ არის უმნიშვნელო. პირიქით, ისინი პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის საკვანძო ღირებულებებთან." თქვა ჰარცელმა.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი