მედიის დემონიზება ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაა - ბოკერია კალაძის "სიმართლის მუშტზე"

გამოქვეყნდა:

ეს არის გამოხატულება იმ შიშის, რამაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა მოიცვა - ძალაუფლების დაკარგვის შიში. და ამაში მართლები არიან, სწორად ეშინიათ, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია თბილისის მერის ახალ გადაცემას და მედიისთვის "სიმართლის მუშტისთ" დამუქრებას.

ბოკერია ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრები ხედავენ, რომ ძალაუფლებას ძალიან მალე დაკარგავენ, აგონიაში არიან და სწორედ ამ აგონიის პირობებში ხედავენ, რომ მიუხედავად ყველა უკანონო მცდელობისა, მედიას მაინც ვერ აკონტროლებენ. 

დიახ, ყველა მცდელობის მიუხედავად, მედიას ვერ აკონტორლებენ და იქ ხედავენ პრობლემას. პოლიტიკური ოპონენტების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ძალიან დიდი რესურსი უნდა დახარჯონ მედიაზეც. გონიათ, რომ ამით შეცდომაში შეიყვანენ ქართულ საზოგადოებას და ამომრჩეველს. ცდებიან. ყველა ეს ავტორიტარული მეთოდი ფუჭი აღმოჩნდება. ცუდი რაც არის, არის სიძულვილის დაპირისპირებისა და საზოგადოების დაყოფის გაღრმავება მაშინ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის.. ვერ მოიგებენ და ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, მაგრამ ზიანი მოაქვთ. ასეთი პერიოდი ყოველთვის არის ნევროზული.. მთავრობა, რომელიც ასე იქცევა და ასეთ სიძულვილს თესავს მისი ოპონენტების მიმართ, აშინებს საკუთარ ბიუროკრატიას, იმ მომხრეებს, ვინც ჰყავთ, რომ თურმე აქ რაღაც სამოქალაქო ომი იქნება, რომელიც არ იქნება არცერთ შემთხვევაში, დანაშაულს სჩადის საკუთარი საზოგადოების წინაშე. ეს არის ზიანი და არცერთმა მთავრობამ მომავალში ეს არ უნდა გააკეთოს... ოპონენტებს შეიძლება თავს დაესხა, აკრიტიკო მათი არაკომპეტენტურობა ან შენი აზრით უსინდისობა, მაგრამ მათი მომხრეებისა და ამომრჩევლების, მედიის ასე დემონიზება და საზოგადოების დაყოფა, არის ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა. ჩვენ ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ამპლუა მოირგო და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადაცემა დაიწყო. პირველი გადაცემა კახა კალაძემ მთლიანად "მთავარი არხის" კრიტიკას და ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟების განხილვას დაუთმო. 

კალაძე "სიმართლის მუშტით" ანგარიშსწორებით სამ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას -"მთავარ არხს", "ტვ პირველსა" და "ფორმულას" ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი