კულტურის სამინისტროს ღონისძიებებს არ აშუქებთ, პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცი - წულუკიანის პრესსამსახური "მთავარს"

გამოქვეყნდა:

"არ აშუქებთ იმ ღონისძიებას, რომელსაც ვაკეთებთ" - ასე უპასუხა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რუსუდან უშიკიშვილმა "მთავარი არხის" შეკითხვას, რატომ არ დაუშვა კრიტიკული მედია ქუთაისში გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში, ექსპერტებთან და სასულიერო პირებთან შეხვედრაზე.

უშიკიშვილის თქმით, მან "პრაქტიკიდან გამომდინარე" იცის, რომ კრიტიკული მედია კულტურის სამინისტროს ღონისძიებით არ ინტერესდება.

თავად მინისტრმა წულუკიანმა შეხვედრა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, შეხვედრა გელათის სამონასტრო კომპლექსის შენობაში დღეს, 30 მაისს გაიმართა. კრიტიკულ მედიას მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, მას შემდეგ კი, რაც მედიამ შეხვედრების შესახებ საკუთარი წყაროებიდან შეიტყო, დაცვამ ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი