უკრაინაში რუსული მუსიკა აიკრძალება | კანონპროექტი "რადაში" 

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი - აგრესორი სახელმწიფოს მუსიკალური პროდუქტის საჯარო გამოყენების შეზღუდვისა და გარკვეული რუსი შემსრულებლების გასტროლების აკრძალვის შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილება 10-მა დეპუტატმა დააინიცირა ფრაქციებიდან: „ხალხის მსახური“ და „ევროპული სოლიდარობა“. კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე განათავსეს. 

კანონპროექტის ახსნა-განმარტებით:

  • იგეგმება 1991 წლიდან აგრესორი სახელმწიფოს (რუსეთი) მოქალაქე მომღერლების ფონოგრამების, ვიდეოგრამების და მუსიკალური კლიპების საჯარო გამოცხადების, საჯარო ჩვენების, საჯარო დემონსტრაციის, საჯარო გამოსვლების, აკრძალვა.
  • გამონაკლისს წარმოადგენს აგრესორი სახელმწიფოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც არიან ან გარდაცვალების დროს იყვნენ უკრაინის მოქალაქეები და არ ჰქონდათ აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
  • აკრძალვა, სავარაუდოდ, არ გავრცელდება რუს მომღერლებზე, რომლებიც გმობენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. ე.წ. "თეთრი სია" სია იქნება საჯარო და განახლებადი. 
  • ასევე შემოთავაზებულია აიკრძალოს ტურისტული ღონისძიებები, ე.წ. გასტროლები რომელშიც მონაწილეობენ მუსიკოსები, რომლებიც არიან აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეები, გარდა „თეთრ სიაში“ შეყვანილი მოქალაქეებისა. 

გარდა ამისა, დეპუტატები სთავაზობენ, რომ რადიომაუწყებლობაში უკრაინულ ენაზე არსებული სიმღერების წილის 40%-მდე გაზრდას (ამჟამად 35%-ია).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი