საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე რამდენიმე დღე რჩება. ქართული ოცნების ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად სწორედ ივანიშვილის კლანს ეკისრება პასუხისმგებლობა მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა სახელისუფლებო ვერტიკალს მკაფიოდ უთხრა.
კარლ ჰარცელმა ვრცლად ჩამოთვალა ის მწვავე პრობლემები და ვალდებულებები, რომელთა შესრულებას ქართული ოცნება არ ჩქარობს. ამის ნაცვლად მმართველი გუნდი მიზანმიმართულ კამპანიას და შანტაჟს ახორციელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, იმისათვის რომ ხელისუფლების შესაძლო კრახი ივანიშვილის გუნდთან არ ასოცირდებოდეს.