ომის დროს გაუპატიურების პირველ საქმეზე მუშაობა დასრულებულია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

გამოქვეყნდა:

ომის დროს გაუპატიურების პირველ საქმეზე მუშაობა დასრულებულია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყევის ცნობით, სპეცსამსახურების გამომძიებლებმა შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულებები და თვითმხილველების ცნობები, რათა სასამართლოს წინაშე წარადგინონ რუსი ოკუპანტი, რომელიც ეჭვმიტანილია კიევის მცხოვრების მკვლელობასა და გაუპატიურებაში.

საუბარია მიხაილ რომანოვზე, ჩელიაბინსკის ოლქის ჩებარკულში დისლოცირებული 8954 ნაწილის სამხედრო მოსამსახურეზე.

"უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ ბროვარსკის რაიონის ერთ-ერთი დასახლების ოკუპაციის დროს ამ სამხედრომ საშინელი დანაშაული ჩაიდინა.

კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში ახალგაზრდა უკრაინელი ოჯახის ბინაში შეიჭრა. მან უყოყმანოდ მოკლა უიარაღო სამოქალაქო მამაკაცი, შემდეგ კი თანამზრახველთან ერთად გააუპატიურა მისი ცოლი და დახვრეტითაც დაემუქრა",- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გრძელდება ოკუპანტების ომის დანაშაულების გამოვლენა და მტკიცებულებებს საერთაშორისო ტრიბუნალისთვის შეგროვება, რათა არცერთი ოკუპანტი არ დარჩეს დაუსჯელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი