ქართული ოცნება საკრებულოების ოკუპაციას განაგრძობს. სენაკის თვითმმართველობის ორგანო პოლიტიკური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ვახტანგ წურწუმიას გადაწყვეტილების შედეგად, ხელისუფლების ოპონენტებმა უმრავლესობა დაკარგეს. ოპოზიცია ვარაუდობს რომ თეკლათის მაჟორიტარმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება შანტაჟის, მუქარისა და ზეწოლის შედეგად მიიღო.
ხმაურიანი განაცხადის შემდეგ, წურწუმია არავის უნახავს, მისი გაუჩინარების დეტალები უცნობია ოჯახისთვის. წყარო "მთავარს" უყვება რომ წურწუმიას გადაბირების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სენაკელი ე.წ. კანონიერი ქურდი, ბუია ოდიშარია, პროცესი კი სუს-ის სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა.
ავტორი: ემა გოგოხია