
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინიდან, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი ობლების მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
ამასთან, თუ ბავშვი 14 წელზე მეტია, საჭიროა მისი თანხმობაც. განკარგულების თანახმად, განცხადებები და გადაწყვეტილებები განიხილება არა უმეტეს სამი თვისა.
დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდა რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ინტერნეტ გვერდზე.
"დადგინდეს, რომ ობლები და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, ქმედუუნარო პირები, რომლებიც არიან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის მოქალაქეები, მიიღონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას გამარტივებული წესით", - ნათქვამია განკარგულებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ობოლთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ან სოციალური სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციამ, თუ ის მდებარეობს თვითგამოცხადებული დონეცკის, ლუგანსკის, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ან ხერსონის რეგიონებში.