
დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის გამო ამიაკმა გაჟონა - ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა.
„ბახმუტის რაიონში მიმდინარე ბრძოლებმა დააზიანა ტოლიატი-ოდესა ამიაკის მილსადენის განშტოება, რომელიც 2014 წლიდან არ გამოიყენებოდა, სარქველები დალუქულია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი მოედინება.“ განაცხადა მან.
კირილენკოს თქმით, ბახმუტი, გლადოსოვო, დაჩა, მიკოლაივკა დრუჰა, ოდრადივკა და ოპიტნე შესაძლოა დაზიანებულ ზონაში მოხვდნენ.
"ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას აცნობა უსაფრთხოების აუცილებელი ზომების შესახებ. მაშველები მზად არიან ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება", - განაცხადა კირილენკომ.
უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებებია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტები შტურმს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწყობენ.