
ევროპამ ძალა უნდა აჩვენოს. რუსეთი მხოლოდ ძალაუფლებას აღიქვამს არგუმენტად - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.
ზელენსკიმ ევროსაბჭოში გამოსვლისას პარტნიორებს მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა, იყვნენ არა ცალკე, არა ფრაგმენტებად, არამედ ერთ მთლიანობად.
„დადგა ეს დრო, უკრაინამ თავისი მაგალითით აჩვენა, რატომ არის ერთობა მნიშვნელოვანი, ჩვენში 24 თებერვლიდან - მაქსიმალურად გავერთიანდით, ყველა მუშაობს ერთი შედეგისთვის - სახელმწიფოს დასაცავად. და ამის წყალობით, ის, რასაც მსოფლიო არ ელოდა, წარმატებით დასრულდა: უკრაინამ გააჩერა რუსული არმია - და ყველას ეშინოდა ამის, გახსოვთ? და შეძლო ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის გათავისუფლება. საბოლოოდ, ნებისმიერი ჩხუბი ევროპაში, შიდა დავები, რომლებიც მხოლოდ რუსეთს უბიძგებს თქვენზე მეტი ზეწოლისკენ, უნდა შეწყდეს“, - თქვა მან.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტზე მსჯელობს.