ნიკა გვარამიას პატიმრობა ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეზე, ამცირებს სივრცეს კრიტიკული აზრისთვის - EPP

გამოქვეყნდა:

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. განცხადებაში პარტია შეშფოთებას გამოხატავს და წერს, რომ დემოკრატია უკუსვლით მიდის. პარტია რამდენიმე მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მათ შორის მედიის თავისუფლებაზე.

ამის მაგალითად EPP-ს განცხადებაში მოყვანილია მთავარი არხის გენერალური დირექტორის საქმე. პარტია წერს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეებსა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვის სივრცის შემცირებას. 

"ნიკა გვარამიას ბოლო დროინდელი პატიმრობა კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხესა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვის სივრცის შემცირებას", - ვკითხულობთ სტატიაში.

განცხადების სრული ვერსია იხილეთ:  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი