"ემპათიას"კონსილიუმის წევრი ექიმები, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, დღეს მოინახულებენ

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ. დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც ექსპერტი ექიმები "ვივამედის" პალატაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან უნდა შევიდნენ.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ბრეგაძის უწყება კანონის აღსრულებას მიზანმიმართულად ბიუროკრატიული პროცედურებით აჭიანურებს.

მიხეილ სააკაშვილი უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინება საჯაროდ გავრცელდა ის პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუღია.

"პენიტენციური სამსახური აგრძელებს ამ უსინდისო პრაქტიკას, როცა აჭიანურებს ექსპერტების შესვლას მიხეილ სააკაშვილთან, მიუხედავად იმისა, რომ განჩინება საჯაროდ გავრცელდა, ბოლო დრომდე არ იყო მიღებული პენიტენციური სამსახურის მიერ ეს განჩინება. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მიაწოდებს სასამართლო უზრუნველყოფს ამას და ექსპერტები დაუყოვნებლივ შევლენ რათა ჩაატარონ ექსპერტიზა", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი