შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე მოზარდი დააკავეს. მას ბრალად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.
დაკავებულია 2006 წელს დაბადებული გ.გ.
"გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. იხილეთ ასევე: