ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე როტერდამში დღეს სიტყვით ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოვა.
დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოსასვლელად, მიწვევა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მიპატიჟება მას პირადად სახალო პარტიის პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გამოუგზავნა.
ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
რაც შეეხება EPP-ს განცხადებას. ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია.
ასევე, საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ: