ცრუ ბრალდებები უხერხულია, ვინც გავალებთ მაგას ეგ არის უბედურება - გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა

გამოქვეყნდა:

ეს კრიტიკა არ იყო, რამდენიმე ფაქტზე გააკეთა აქცენტი. მე კრიტიკად არ ვთვლი - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახგანგ გომელაურიმა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

პრეზიდენტმა პოლიციელის დღეს, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებზე გააკეთა აქცენტი. მიუხედავად ასეთი შემთხვევების სიმრავლისა, გომელაური ამბობს, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით -  "დარეგულირებულია ძალიან მაღალ დონეზე , ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ევროპული სტანდარტებია გადმოტანილი... ცრუ ბრალდებები უხერხულია, ვინც გავალებთ მაგას ეგ არის უბედურება..." მიმართა გომელაურმა ჟურნალისტებს.

ამის შემდეგ მან მედიის არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი