მიკერძოებული და ნაციონალური მოძრობის ნარატივზე აწყობილი განცხადება - მიქანაძე EPP-ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას ტრადიციულად, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს უკავშირებს და ევროპელი პარტნიორების კრიტიკის უკან, მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ხედავს:

"მიკერძოებული და ნაციონალური მოძრობის ნარატივზე აწყობილი განცხადება, რომელსაც რა თქმა უნდა მთელი საზოგადოებისთვის ექნება აღქმა, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესებიდან და თავისი წევრი პარტიის მხარდასაჭერად განხორციელებული განცხადება - აცხადებს "ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე.

EPP-მ ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია საქართველოში  არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე.

ასევე, საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი