მოსწავლის დაჭრა - 74-ე სკოლის დირექტორი და მანდატური, მომხდარზე დუმს

გამოქვეყნდა:

სამგორში დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მოზარდი კლინიკაში გუშინ, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონფლიქტი დაახლოებით 20 მდე მოზარდი მონაწილეობდა.

სკოლის ადმინისტრაცია მომხდარზე არ საუბრობს. არც სკოლის დირექტორი და არც მანდატური კომენტარს არ აკეთებს.

დაპირისპირებაში მონაწილე 20-მდე არასრულწლოვანი ქალაქის  მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე იკითხებოდა. შსს-მ ბრალდებული, 15 წლის მოზარდი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი