
უკრაინის უმაღლესმა რადამ ლუდმილა დენისოვა სახალხო დამცველის თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი, 234-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი წავიდა
მედიის ინფორმაციით მიზეზი, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის არაეფექტური მუშაობა გახდა. დეპუტატების განცხადებით, ლუდმილა დენისოვამ 24 თებერვლის შემდეგ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დიდ დრო გაატარა და მონაწილეობა არ მიიღო ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობასა და ტყვეთა გაცვლის პროგრამის ორგანიზებაში.
ასევე, არ განახორციელა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების დამადასტურებელი ფაქტების მოპოვება.
დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე იყო იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) სამთავრობო კაბინეტებში, სოციალური პოლიტიკის მინისტრი.