"გამოვრიცხავ, რომ კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი"- ძმებ კაკულიებს ზაჰესის იზოლატორში ბრალდებას აცნობენ

გამოქვეყნდა:

ძმებ კაკულიებს ბრალის დადგენილებას ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ წუთებში აცნობენ. ადვოკატ, გიორგი ანთიძის თქმით, მოლოდინი აქვს, მის დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენებენ.

"ბრალის ფორმულირება ამ ეტაპისთვის ჩემთვის უცნობია, ვვარაუდობ, რომ იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდება იქნება. მე პირადად გამოვრიცხავ, რომ კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი. პოზიცია იგივეა, არ აღიარებენ ბრალს. ფიქრობენ, რომ ყველა დანაშაულში, რაც კი გაუხსნელია, ბრალდება კაკულიებს, რაც სიმართლე არ გახლავთ",- ამბობს ადვოკატი.  

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "კანონიერი ქურდის" დავით "ტბილისკის" შვილები რამდენიმე კვირაა უკვე საქართველოში იმყოფებიან და სავარაუდოდ ისინი არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის გამო დააკავეს.

სახელმწიფო ბრალდება მათ იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას ედავება, თუმცა გამორიცხული არ არის, ბრალდებას სხვა მუხლებიც დაემატოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი