"მთავარის" ინფორმაციით, ძმები კაკულიები ქვეყანაში ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდნენ-დაკავების დეტალები და გახმაურებული საქმეები

გამოქვეყნდა:

ძმები კაკულიები, რომლებიც არაერთ გახმაურებულ სისხლიან გარჩევაში ფიგურირებენ, დაკავებული არიან. "მთავარმა არხმა" გაარკვია რომ "კანონიერი ქურდის", დავით ტბილისკის შვილები, უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოში იმყოფებიან და ძალოვანი უწყება მათით, მხოლოდ მორიგი რეზონანსული საქმის შემდეგ დაინტერესდა.  არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმაც სავარაუდოდ გუგა და დათო კაკულიებს უკავშირდება. 

იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა,  ტარების ბრალდებას სავარაუდოდ მალე  არაერთი საქმე დაემატება, მათ შორის პირველი ქართული სოციალური ქსელის შემქმნელის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატმა უკვე მოითხოვა ბრალდებული ძმების დაკითხვა, რომლებიც არაერთხელ დასახელდნენ მკვლელობის დამკვეთებად. 

ასევე კაკულიების ბრალეულობა იკვეთება რამდენიმე დღის წინ, თბილისის ცენტრში მომხდარი კიდევ ერთ გარჩევაში, რომელიც იარაღით ვაჭრობით მიღებულ დიდ ფულს უკავშირდება. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი