ნავთობის ემბარგო | ვინ უფრო მეტად დაზარალდება პუტინი თუ EU 

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა გადაწყვიტა აეკრძალა რუსული ნავთობის ექსპორტის 2/3  - ბლოკის ახალი სანქციების პაკეტი,  ითვალისწინებს ევროპის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის 75%-ის დაუყოვნებლივ აკრძალვას. წლის ბოლომდე ეს 90%-მდე გაიზრდება. 

Reuters  წერს, ევროკავშირი ყოველდღიურად ახორციელებს 3-დან 3,7 მილიონ ბარელამდე რუსული ურალის ნავთობის იმპორტს. მისი 75%-ის ჩანაცვლება ბარელზე 120 დოლარიანი Brent-ით, ევროკავშირისთვის თვეში დამატებით მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის ოდენობით ხარჯებს გულისხმობს. 

რუსეთის შემთხვევაში:

"რუსეთს შეეძლო თვეში მინიმუმ 8,1 მილიარდი დოლარის გამომუშავება ევროკავშირში დღეში 3 მილიონი ბარელით ექსპორტით ურალის ნავთობის მიმდინარე ფასებით. Rystad-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, საუკეთესო შემთხვევაში შეძლოს ევროკავშირისთვის ადრე გამიზნული 1 მილიონი ბარელის მარშრუტის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონი ბარელის ექსპორტი სწრაფად შემცირდება მხოლოდ 1,75 მილიონ ბარელამდე.

ეს ნიშნავს, რომ ემბარგოს საწყის ფაზაში თვეში მინიმუმ 3,4 მილიარდი დოლარის დაკარგავს. ეს ზარალი შეიძლება გაიზარდოს თვეში მინიმუმ 4,5 მილიარდ დოლარამდე, როგორც კი ევროკავშირის სრული აკრძალვა დაიწყება. შესაბამისად ევროკავშირის ნავთობის ემბარგო უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას",- ნათქვამია სტატიაში. 

Reuters წერს, რომ რუსული ნედლი ნავთობისა და კონდენსატის ექსპორტმა შეადგინა $110 მილიარდი 2021 წელს,რაც მოსკოვის მთლიანი საქონლის ექსპორტის მეხუთედზე მეტია. 

იხილეთ EU-ს სანქციები:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი