
ევროპის სახალხო პარტიამ EPP-ს პრეზიდენტად მანფრედ ვებერი აირჩია. გადაწყვეტილებას მხარი 502 დეპუტატიდან 447-მა დაუჭირა.
თანამდებობაზე ის დონალდ ტუსკს ჩაანაცვლებს.
"ძალიან ვამაყობ, რომ ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტად ამირჩიეს, ასევე ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს გავაგრძელო გზა EPP-ის ისეთი ლიდერის კვალდაკვალ, როგორიც დონალდ ტუსკია. ჩვენ ერთად ვეუბნებით უარს ევროპას, რომელშიც არასანდო პოპულისტები არიან, რომელიც ახდენს ხალხის პოლარიზაციას და ანადგურებს ჩვენს მომავალს. ჩვენ ვეუბნებით უარს ელიტების ევროპასა და მათ მიდგომას ზემოდან ქვემოთ ყურებაზე. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეების ყოველდღიურ რეალობასთან. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანებაზე და არასოდეს შევწყვეტთ ბრძოლას, რომ ევროკავშირი გახდეს უკეთესი და უფრო ძლიერი ევროპელი ხალხისთვის", - განაცხადა მანფრედ ვებერმა.
ამავე თემაზე: