OPEC ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან რუსეთის გარიცხვას განიხილავს - WSJ

გამოქვეყნდა:

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) რამდენიმე წევრი ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან რუსეთის გარიცხვის იდეას განიხილავს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა The wall street journal ავრცელებს.

როგორც OPEC-ის დელეგატები აცხადებენ, დასავლეთის სანქციები და ნავთობზე ევროკავშირის ნაწილობრივი შეზღუდვა, მკვეთრად ამცირებს მოსკოვის უნარს, ნავთობის მოპოვებაზე.

მედია წერს, რომ ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვამ შესაძლოა, გზა გაუხსანას საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის სხვა წევრებს, რომ გაცილებით უფრო მეტი ნედლი ნავთობი მოიპოვონ. სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ აშშ და ევროპის სხვა ქვეყნები, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნავთობის ფასი ბარელზე $100-ზე მაღალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი