
ამ დრომდე მძიმეა 80 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკის ექიმის თქმით მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში რჩება.
"შემოვიდა მამაკაცი 70 წელს ზემოთ, ჩატარდა მკურნალობა, დაინტუბირდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მძიმე მდგომარეობაშია, ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე", - ამბობს ექიმი.
შემთხვევა 31 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.