
ბათუმში 7-საათაინი სპეცოპერაციის შემდეგ სასტუმრო "ეიფორიადან" თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ბორკილებით გამოიყვანეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიების პროცესში კი ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხა და სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.
"მეტრო ჰოლდინგში" ფიქრობენ, რომ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ წარმოებული საქმე აბსურდულია.
"სიურპრიზია ჩვენთვის, კიდევ ერთხელ გეუბნებით გუგებრობასა და გაურკვევლობასთნ გვაქვს საქმე. ჩვენც მოკვლევის ეტაპზე ვართ, დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაც შეცდომასთან გვაქვს საქმე. [ნარკოტიკების ამოღებაზე] რა თქმა უნდა, უარყოფილი უნდა იქნეს, განცხადება მეც წავიკითხე და იქ სავარაუდოდ არის ხაზგასმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეცდომასთან გვაქვს საქმე", - ამბობს რაულ კახაძე - "მეტრო ჰოლდინგის" წარმომადგენელი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იხილეთ: