
ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თბილისის მერის მოადგილე დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური მიზეზი უცნობია. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო. ის კახა კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე კვირაში მერის მოადგილედ დაინიშნა, იქამდე კი რამდენიმე თვე, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა..
ოფიციალური ინფორმაცია თბილისის მერიას ჯერ არ გაუვრცელებია.