ცდილობს არ შემამჩნევინოს, მაგრამ მე სულ მაქვს შიში, ადამიანი ძაფზე კიდია - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტთან დღეს "ემპათიას" ექიმთა ჯგუფი შევა. მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისაღებია, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა. ალასანიას თქმით, ექიმები ამბობენ, რომ არ აქვთ გამოცდილება ამდენი დიაგნოზის ერთდროულად მართვის.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ექიმების, ამ ჯგუფის. უკვე დეტალურად, გადაწყვეტილება არის მისაღები, ნამდვილად ძალიან მძიმედაა, კი ცდილობს ხოლმე რაღაც არ შემამჩნევინოს, მაგრამ მე სულ მაქვს შიში, რომ ახლა უცებ არ გაიშოტოს ჩემ წინ, იმიტომ, რომ ადამიანი ძაფზე კიდია. 
გადაყვანა უსათუოდ, რატომ იცით, ცალ-ცალკე ეს დიაგნოზები, რომლებიც მას აქვს დასმული აქაც შესაძლებელია მოევლოს, მაგრამ ბევრი როცა ერთად იყრის თავს, როგორც თვითონ ექიმები ამბობენ, ასე ერთად, არ ჰქონიათ ამის გამოცდილება ჩვენთან", - ამბობს გიული ალასანია. 

ოჯახი ისევ ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. "ემპათიას" დასკვნის შემდეგ, სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება მოხდება თუ არა სასჯელის გადავადება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი