მაგით ღამდება და თენდება საქართველოში, რა შეჭამა სააკაშვილმა და როგორ არ გავიდა კუჭში - ხაბარელი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, შოთა ხაბარელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებები "არაფერს ნიშნავს".

მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ მესამე პრეზიდენტს 6 წელი აქვს მისჯილი და "მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს".

ამასთან, ხაბარელი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს "ღირსეულად ექცევა", თუმცა ის თავად "არ იღებს" საკვებს.

"ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია "სახალხო პარტიის" განცხადებები როგორ არის პირდაპირ ერთად შერწყმული "ნაციონალურ მოძრაობასთან", მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და დღესაც ზუსტად ამას აგრძელებენ, ამ ხაზზე არის ეს პოლიტიკური პარტია. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ისინი რას იტყვიან ძალიან არაფერს არ ნიშნავს. პირდაპირ მინდა გითხრათ, მთავარი ის არის, რომ მას მისჯილი აქვს სასჯელი, არანაირი პოლიტპატიმარი არ არის სააკაშვილი და იმან უნდა მოიხადოს ის 6 წელი, რომელიც მიუსაჯა მას სასამართლომ. 

ერთი მინდა დავამატო, ერთი სიტყვით, მოიქცეს ღირსეულად. ზუსტად ხელისუფლება იქცევა ღირსეულად, პატიმარს რაც სჭირდება, ყველაფერს უკეთებენ, იმისათვის, რომ თავი იგრძნოს ნორმალურად, იგრძნოს ჯანმრთელად, როდესაც თვითონ თავის თავს აზიანებს, არ იღებს საკვებს, არ ჭამს, და სულ პრობლემების წინაშე დგას. მაგით ღამდება და მაგით თენდება საქართველოში, რა შეჭამა სააკაშვილმა და როგორ არ გავიდა კუჭში. 6-7 თვეა ამ პროცესში ვართ სულ", - ამბობს ხაბარელი. 

ცნობისთვის, ომბუდსმენის კონსილიუმმაც და "ემპათიას" ექსპერტებმაც განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღება არ შეეძლო. ის დღემდე მკურნალობას "ვივა მედში" აგრძელებს, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი