ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო - მერია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტს მერია ეხმაურება და ოჯახს, ახლობლებსა და მუნიციპალიტეტს უსამძიმრებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ილია ელოშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დღეს ნახეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.ელოშვილის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი