"ვფიქრობთ, ჩვენი დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების მოთხოვნის" - მიხეილ სააკაშვილთან დღეს ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და ფსიქიატრი შევლენ

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტთან შესვლის ნებართვაზე დადგენილება ადვოკატებმა ექსპერტების ჯგუფს უკვე გადასცეს. მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები დღეს შევლენ. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, პირველ ჯერზე ვივა მედში მესამე პრეზიდენტთან ერთი ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და 2 ფსიქიატრი შევა, შემდეგ კი საჭიროებებიდან გამომდინარე, ექსპერტთა ჯგუფი სავარაუდოდ გაფართოვდება.
ჯიშკარიანი იმედოვნებს, რომ იუსტიცია მათ დაბრკოლებას არ შეუქმნის და კანონმდებლობას არ დაარღვევს.

"დღეს განხორციელდება პირველი ვიზიტი. ერთი ნევროლოგის, ენდოკრინილოგის, 2 ფსიქიატრის მონაწილეობით ვიზიტი, შემდგომში დაგეგმილია სხვა ექსპერტების მონაწილეობით ვიზიტი. ასევე შესაძლებელია გაფართოვდეს ექსპერტთა ჯგუფი, საჭიროებებიდან გამომდინარე" ამბობს მარიამ ჯიშკარიანი "დღის სტუმრის" ეთერში.

ის არც უცხოელი ექსპერტების ჩართვას გამორიცხავს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის დადებენ საბოლოო დასკვნას. თავად ეს დასკვნა კი მისი ვარაუდით, უნდა გახდეს სასჯელის გადავადების მოთხოვნის საფუძველი:

"ვფიქრობთ, რომ ეს დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების მოთხოვნის და ამ მიმართულებით იქნება მსჯელობა დასკვნაში" - ამბობს ჯიშკარიანი.  

"ემპათიას" ექსპერტები ვივა მედში, დღეს, 2 საათისთვის შევლენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი