რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა კადიროვს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი - შაპტუკაევი

გამოქვეყნდა:

რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის - ამის შესახებ რუსეთის ჩრდილოკავკასიური რეგიონის ეკონომიკური განვითარების მინისტრი რუსტამ შაპტუკაევი საუბრობს.
მისი თქმით, რესპუბლიკის ლიდერ რამზან კადიროვს ეს საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. შაპტუკაევის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის, მაგრამ ის იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი