უნდა გამოვიდეთ ძველი კლიშეებიდან, როდესაც განსხვავებული აზრი ადამიანებს აშინებდა და აფრთხობდა - მეუფე გრიგოლი

გამოქვეყნდა:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია. 

"მე მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და არათუ ევროპულ ოჯახს, მე საერთოდ სასუფევლის მოქალაქეობას ვქადაგებ. ამ ეტაპზე ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უკეთესი იყოს ცხოვრება, ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს... ვფიქრობ, ამ პროცესს ძალიან აზიანებს ის გაუგონარი დაპირისპირება, რაც ქვეყნის შიგნით არის. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლარიზება, ეს დაპირისპირება, ასეთი დაუნდობლობა და მიუღებლობა, რაც საზოგადოებაში და ჩვენს ქვეყანაში სუფევს, ეს პოლიტიკურ ჯგუფებში იქნება თუ ადამიანებს შორის ან ნებისმიერი, ეს კარგად არაფერს მოიტანს", - თქვა მეუფე გრიგოლმა.

მეუფემ მედიის კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გარეშე თავისუფალი საზოგადოება არ არსებობს.

"ალბათ უფრო პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს მედიას. თავისუფალი საზოგადოება რომ მედიის გარეშე არ არსებობს, გასაგებია, უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიდეთ იმ ძველი კლიშეებიდან, როდესაც განსხვავებული აზრი ადამიანებს აშინებდა და აფრთხობდა", - თქვა მეუფე გრიგოლმა.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი