"მოვა, მოიკრებს ძალ-ღონეს, ბოლოს დაიწყებს შეურაცხყოფების მიყენებას, „ოცნება“ დაუკრავს ტაშს და წავა სახლში" - უსუფაშვილი ღარიბაშვილის ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. "ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილი, ამბობს, რომ პრემიერისგან უჩვეულოს არაფერს ელის. 

"მოვა, მოიკრებს ძალ-ღონეს, შეეცდება რომ იყოს ცივილიზებული, ილაპარაკებს თუნდაც არასწორად, მაგრამ მიღწევებზე, მაგრამ ბოლოს დაგვანახებს თავის რეალურ სახეს, როგორც მისი ლიდერი იტყოდა და დაიწყებს შეურაცხყოფების მიყენებას, საქართველოს გაყოფას იმ ნაწილებად, აი ჩემიანები და აგერ მტრები და მოღალატეები და უღირსები და საცოდავები და უბედურები და ამას „ოცნება“ დაუკრავს ტაშს და წავა სახლში, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

პრემიერმინისტრის ანგარიში უკვე პარლამენტშია.  ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს თვის ბოლომდე წარადგენს. 158  გვერდიანი  დოკუმენტი საგარეო პოლიტიკური მიმოხილვით იწყება. 

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილს მიუერთდა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთა. 

ღარიბაშვილის ანგარიშში წერია, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა და ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი