ოკუპანტები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ამჟამად უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ. 

გაიდაის თქმით, უკრაინული ჯარების ნაწილმა უკან დაიხია უფრო ხელსაყრელ და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე, ჯარების ნაწილი კი აგრძელებს ბრძოლას ქალაქის შიგნით. სევეროდონეცკიდან ევაკუაცია შეჩერებულია და ვერც ჰუმანიტარული დახმარება შეაქვთ.

გაიდაის თქმითვე, მეზობელი ლისიჩანსკი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ლუგანსკის რეგიონის ყველა "თავისუფალი დასახლება" მუდმივად იბომბება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი