
ევროკავშირმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 11 მილიონი ლარი გადასცა, თუმცა მმართველი პარტია ევროკავშირის დახმარებაზე სიტყვასაც არ ძრავს და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხის გაზრდისთვის მადლობას მხოლოდ ოზურგეთის მერს ავთანდილ თალაკვაძეს უხდის.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან საერთოდ არ ახსენებენ, რომ პროექტების განხორციელება ევროპელი ხალხის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ოპონენტებისთვის, რომლებმაც დღეს აქცია გამართეს, გაუგებარია რატომ მალავს მმართველი გუნდი რომ მილიონობით ლარი ოზურგეთს სწორედ ევროკავშირმა გამოუყო.