"ყალბი ამბები მარიუპოლის შესახებ" | ბრიტანეთში სტუდენტები პროფესორს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

"ყალბი ამბები მარიუპოლის შესახებ" - BBC-ის ცნობით, ბრიტანელი სტუდენტები პროფესორს უკრაინაში ომის შესახებ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. 

ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროფესორი ლექციების დროს უკრაინის ომის შესახებ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულეს. პროფესორმა კი უპასუხა, რომ ასწავლიდა მათ ფიქრს და არავის სიტყვები თავისთავად არ უნდა მიიღონ. 

კვიტკა პერეგინეცი, ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი უკრაინიდან, თავის ქვეყანაში ომს ტკივილითა და შფოთვით ადევნებს თვალს. მისი ოჯახის უმეტესობა კვლავ უკრაინაშია, ნაწილი კი ფრონტზე იბრძვის. მან BBC-ს განუცხადა, რომ უკიდურესად განაწყენებული იყო პროფესორ ჰეივორდის ბოლო ტვიტერებით.

"მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვიდან რამდენიმე დღეში, პროფესორმა ჰეივორდმა გაეროში რუსეთის წარმომადგენელს ტვიტერი გააზიარა და თავდასხმას "ყალბი ამბები" უწოდა. ტვიტერში ნათქვამია, რომ საავადმყოფოს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებდნენ და იქ პაციენტები არ იმყოფებოდნენ",- ამბობს უკრაინელი სტუდენტი

ეუთომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა და თქვა,რომ 
მაშინ, როცა მარიუპოლისსამშობიარო საავადმყოფოში ომის დაწყების შემდეგ ორსული ქალები და სხვა პაციენტები იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ, პროფესორმა ჰეივორდმა დაარედაქტირა თავისი გზავნილი, მაგრამ მთლიანად არ გააუქმა თავისი წინა განცხადება და თქვა, რომ "ორივე მხარის მოსმენა უნდა ვისწავლოთ".  მან ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება, განადგურდა თუ არა საავადმყოფო საჰაერო თავდასხმის შედეგად.

უკრაინელი სტიდენტი ამბობს: „როდესაც ამ ამბავში ორივე მხარის ერთგვარი გათანაბრებას ვიწყებთ, ჩვენ ვკარგავთ ადამიანობას. მჩაგვრელს, ამ შემთხვევაში რუსეთს, არ შეიძლება მიეცეს იგივე პლატფორმა, როგორც ჩაგრულებს“.

ამ დროისთვის უნივერსიტეტიც და ჰეივორდიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მის ტვიტერებს,  არანაირი კავშირი არ აქვს პროფესორის აკადემიურ საქმიანობასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი