მოზარდის დაჭრაში ბრალდებული ამბობს, რომ მას იარაღი არ ჰქონია - დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს.  მას დადგენილება დუშეთის პოლიციის განყოფილებაში გააცნეს. დაკავებულს გამოძიება  არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. 

აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. 

"გამოძიების ინფორმაციით,  დაკავებულმა 15 წლის მოზარდს  ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.  ბრალდებული კი ამბობს რომ მას იარაღი არ ჰქონია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

დაპირისპირება, რასაც დაჭრა მოჰყვა, მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონფლიქტში დაახლოებით 20- მდე მოზარდი მონაწილეობდა. 

დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმის ინფორმაციით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.

მოზარდი გუშინ, 31 მაისს დააკავეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი