შვედეთის პრემიერი ამბობს, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთთან დიალოგი გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

შვედეთის პრემიერმინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან დიალოგი გაგრძელდება და შვედეთი პირდაპირ უპასუხებს თურქეთს, რათა "მოაგვაროს" ნებისმიერი შესაძლო "გაუგებრობა".

"ჩვენ გვქონდა დისკუსიები, დიალოგი თურქეთთან და ეს დიალოგი გაგრძელდება. თურქეთთან შემდგომ კონსტრუქციულ შეხვედრებს ახლო მომავალში მოუთმენლად ველი. ჩვენი პასუხები თურქეთის მოთხოვნებსა და შეკითხვებზე იქნება პირდაპირი ასევე, რა თქმა უნდა, მოვაგვარებთ ნებისმიერ საკითხს ან გაუგებრობას, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას", - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).

ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის მთავრობამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას მხარი მაისში დაუჭირეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი