აშშ უკრაინის დასახმარებლად $700 მილიონიანი უსაფრთხოების პაკეტს ამტკიცებს

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ  უკრაინისთვის, უსაფრთხოების ახალი, 700 მილიონი დოლარის პაკეტსდაამტკიცებს  -  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის დახმარება მოიცავს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემასა და საბრძოლო მასალას: 

"ვაგზავნით მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას (HIMARS), რაც უკრაინულ ჯარს რუსულ სამიზნეებზე უფრო დიდი სიზუსტით დარტყმის საშუალებას მისცემს. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ახალი სისტემები არ იქნება გამოყენებული რუსეთის შიგნით სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი არ მიაწვდიან უკრაინას შორი დისტანციის იარაღს და დასძინეს, რომ უკრაინამ დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ არ გაუშვებდა საშუალო დისტანციის რაკეტებს რუსეთის მიმართულებით.

დახმარების პაკეტში ასევე შედის სარადარო სისტემები, მეტი ჯაველინ რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ვერტმფრენები, ტაქტიკური მანქანები და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა",- ამბობენ აშშ-ის ოფიციალური პირები.

პაკეტი, სავარაუდოდ, ოფიციალურად გამოცხადდება ოთხშაბათს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი