
რუსულ ჯარში ამბოხი დაიწყება, ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს. და ეს შესაძლოა, საბედისწერო იყოს რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინისთვის - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, სოციოლოგმა იგორ ეიდმანმა ისაუბრა.
ის ამბობს, რომ რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი პროტესტი ჯერ კიდევ შეუძლებელია, მიუხედავად ომით უკმაყოფილებისა, ხალხი არ არის მზად სახელმწიფოსთან კონფლიქტში შესვლისთვის. სამაგიეროდ, რუსეთის არმიის რიგებში აჯანყების პირველი ნიშნები გამოჩნდა.
"უკმაყოფილება, შიში, დაბალი მორალური და იდეოლოგიური მოტივაცია. ეს შეიძლება იყოს კრემლის მთავარი პრობლემა. შესაძლოა, ფატალურიც კი. პუტინისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას უმთავრდება მორჩილი "ქვემეხის საკვები". თუ ბრძოლა გაგრძელდება, რუსი სამხედროები შეიძლება, უბრალოდ გაიქცნენ. იმიტომ რომ ჯარის 80-90% ხალხი მთლიანად დემოტივირებულია. ამას ჩვენ ვხედავთ აუდიენციებიდან - ოფიცრებს შორისაც კი იზრდება უკმაყოფილება...ახლა რუსეთს უფლება აქვს, გააფორმოს კონტრაქტი 65 წლამდე კაცებთან. ასე რომ, როდესაც პუტინს "ქვემეხის საკვები" ამოეწურება, "დივანის ჯარები" ბრძოლაში წავლენ.“, - განაცხადა ეიდმანმა.
მისი თქმით, არსებობს მთელი რიგი შიდა წინააღმდეგობები პუტინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში - FSB-ს და ჯარს, კადიროველებსა და საიდუმლო სამსახურებს, რუსებსა და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს შორის, ასევე, ბურიატებსა და ჩეჩნებს შორის.
ოპოზიციონერის თქმით, ამ ვითარებაში საბედისწერო არეულობა შეიძლება, იყოს აჯანყება, რომელიც დაანგრევს დღევანდელ ძალაუფლებას.