ევროპარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ - კალიურანდი

გამოქვეყნდა:

მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო და გულწრფელი, წევრობის კანდიდატობის განაცხადი ახლა მაგიდაზე არ იქნებოდა, უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო, არც უკრაინისთვის და არც საქართველოსა და მოლდოვისთვის - ამის შესახებ ვროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ისაუბრა.

კალიურანდმა თქვა, რომ პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობის გარეშე, ის ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უახლოეს მომავალში ვერ დადგება.

"ძალიან რთულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროგნოზირება. ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, რომელიც ევროპაში, ევროკავშირში ახლა გვაქვს, გაფართოებაზე დიდ სურვილს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს. შესაძლოა, უკრაინა ომის გამო იყოს პრივილეგირებულ პოზიციაში, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია, რასაც პოლიტიკური მიდგომა სჭირდება და ეს ნიშნავს, რომ თქვენი ხალხი, თქვენი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ მათ, ვისაც ერთხმად მისაღები გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

თარგმანი: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი