ერთადერთი ჩვენი "დანაშაულია", რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება და არ მივეცით სასამართლო - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ამ წელიწად-ნახევარში ერთადერთი, რაც "დავაშავეთ", არის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. ერთადერთი ჩვენი "დანაშაული" არის ის, რომ არ გადავაბარეთ. სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის, ერთი, რომ არ გადავაბარეთ ხელისუფლება და არ მივეცით სასამართლო. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ორი მიმართულებით იყო ზეწოლა, საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ორ რამეს - ერთი, რომ გადაგვებარებინა ნაცმოძრაობისთვის პარლამენტი, ანუ, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს იყო მათი მოთხოვნა, ასეთი სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული. მეორე, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისათვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი