[პრორუსი] დოდონი ახლოს ვერ მივა ჩვენი ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"იგორ დოდონს ვერავინ ედავება იმ ტიპის დანაშაულებს, რაც ჩადენილი აქვს სააკაშვილის რეჟიმს" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში თქვა.

ევროკავშირის კანდიდატობაზე საუბრისას კობახიძემ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეზე ისაუბრა და პარალელი მოლდოვაში დაკავებულ პრორუს პრეზიდენტთან გაავლო. მისი თქმით, დოდონის საქმე ამ ორ საქმესთან შედარებით "ცა და დედამიწაა" და მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი "ახლოსაც ვერ მივა" ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან.

​"ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვაში ყოფილ პრეზიდენტზე, იგორ დოდონზე აღძრეს საქმე და რამდენიმე დღეში დაიჭირეს კიდეც ამ ბრალის საფუძველზე. ახლა რაც შეეხება შინაარსს, დოდონს მეორე პოლიტიკოსთან ჰქონდა შეხვედრა, მდიდარ პოლიტიკოსთან და შეხვედრის დასასრულს მან შავი ცელოფანი გადასცა და ეჭვია, რომ აქ იყო ფული, თუმცა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ჩანს ცელოფნის გადაცემა. რა თქმა უნდა, ვარაუდები ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, ჩვენ ვიცით, როგორია სისხლის სამართლის მტკიცების სტანდარტი, ამაზეა დაჭერილი ყოფილი პრეზიდენტი.

[...]

რაც შეეხება დანაშაულებს, იგორ დოდონს ვერავინ ედავება იმ ტიპის დანაშაულებს, რაც, მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩადენილი აქვს სააკაშვილის რეჟიმს. მათ შორის არის 5 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც შეფარდებულია ბრალი. გვარამიას შემთხვევა რომ ავიღოთ, იქ საუბარია ერთ რაღაც პარკზე, რომელიც ერთ პირს მეორე პირისგან გადაეცა, ამ შემთხვევაში არის ძალიან ცხადი სქემა, თუ როგორ გაიძარცვა ტელეკომპანია რუსთავი ორი. აქაც ცა და დედამიწაა. ნაკეთებ საქმეებს რაც შეეხება, იგორ დოდონი, მიუხედავად მისი ორიენტაციისა, ახლოს ვერ მივა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი