სამწუხარო პრინციპით მოქმედებს- "ვიღაცა არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი" - კობახიძე EPP-ზე

გამოქვეყნდა:

"EPP-თვის ეს არის დამახასიათებელი - შეუძლია, ხელი დააფაროს ისეთ პარტიასაც კი, თუ არის წევრი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

გადაცემაში კობახიძემ "ევროპის სახალხო პარტიის" პრაქტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ აღნიშნული სხვა ევროპული პარტიებისთვისაც დამახასიათებელია.

"არათუ აქცენტები შესთავაზა ნაცმოძრაობამ EPP-ს, არამედ მთლიანად ტექსტი იყო ნაცმოძრაობის მომზადებული, რაც მითითებული იყო კიდეც ტექსტზე. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც, ზოგადად, ამ ევროპულ პარტიაშია ჩამოყალიბებული და არ არის დამახასიათებელი სხვა ევროპული პარტიებისთვის. აქ მოქმედებს სამწუხარო პრინციპი, რომელიც არის ისტორიულად ცნობილი, რომ ვიღაცა არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა. მე ცოტა რბილად ვთქვი, ნაცმოძრაობასაც უფრო უხეში ტერმინები შეესაბამება, რა თქმა უნდა.

EPP-სთვის ეს არის დამახასიათებელი - შეუძლია, ხელი დააფაროს ისეთ პარტიასაც კი, თუ არის წევრი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ნაცმოძრაობა არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი. ეს არის ძალიან სამწუხარო", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი