"[საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის] მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, იქ იყოს თავისუფალ სივრცეში და მერე ალბათ, ახალი კონტეინერით თუ ტრაილერით შემოვიდეს საქართველოში, ეს არის მიზანი. არაჟნის კონტეინერებს რა დალევს, მე მგონია, რომ ამის პრობლემა მას არ ექნება. აუცილებლად ცდის ბედს. თვითონ თუ არ გადაწყვიტა, ვიღაცები გადააწყვეტინებენ".
- თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.